ვებგვერდი
მენიუ, კერძების ფოტოები, ალერგენების მონიშვნა, რუკა და ჯავშნის ღილაკი. მობილურისთვის ოპტიმიზებული.
ყოველთვის ენთუზიაზმით ვეკიდები ახალ პროექტებს და მსურს ინოვაციურ გონებასთან თანამშრომლობა.
https://webo.ge
Tbilisi, Georgia
მენიუ, ფოტოები, ჯავშნის ღილაკი და ხილვადობა Google-ში — ერთ საიტზე, რომელიც მობილურზე წამებში იხსნება.
სტუმარი გადაწყვეტილებას ონლაინ იღებს — თუ იქ არ ჩანხართ, კონკურენტთან მიდის.
სტუმარი Google-ში ეძებს „რესტორანი ახლომდებარე“ — თქვენ არ ჩანხართ.
მენიუ დიდი ხნის წინ განახლდა, ფასები კი შეიცვალა.
ზარი უპასუხოდ რჩება და ჯავშანი მესენჯერში იკარგება.
თქვენი რესტორანი მესამე პირის აგრეგატორზეა — თქვენივე ფოტოებით, თქვენივე კონტროლის გარეშე.
დღესასწაულზე ჯავშნის დიდი ნაწილი ონლაინ მოდის — თქვენ ვერ იღებთ.
ერთ სისტემაში შეკრებილი ყველაფერი, რაც სტუმრის გადაწყვეტილებას განსაზღვრავს.
მენიუ, კერძების ფოტოები, ალერგენების მონიშვნა, რუკა და ჯავშნის ღილაკი. მობილურისთვის ოპტიმიზებული.
ფასების განახლება ადმინ პანელიდან, კალათა, მიტანის ზონები, ონლაინ გადახდა.
მაგიდის ჯავშანი დროისა და სტუმრების რაოდენობის მიხედვით, შეხსენება SMS-ით ან მეილით, კალენდარი ადმინში.
ტექნიკური SEO, სიჩქარის ოპტიმიზაცია და Google Business Profile-ის სწორი გამართვა — სწორედ იქ, სადაც სტუმარი ეძებს.
iOS და Android, ლოიალობის ბარათი, ბონუსები და push-შეტყობინებები — სტუმარი ბრუნდება.
ქართული, ინგლისური და რუსული ერთ გვერდზე — ტურისტიც მარტივად გაერკვევა.
ფასი ინდივიდუალურია — დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე, ფუნქციონალსა და ვადებზე. ზუსტ ღირებულებას 15-წუთიანი კონსულტაციის შემდეგ ფიქსირებულ შეთავაზებად გაძლევთ.
ფასის გაგებათითოეულ ეტაპზე თქვენთან კოორდინაციით — სიურპრიზების გარეშე.
15 წუთი — ვისმენთ საჭიროებებს, ვსაზღვრავთ მიზნებსა და ბიუჯეტის ფარგლებს.
ვქმნით ეკრანულ მაკეტს — მენიუს, გვერდებსა და ჯავშნის ნაკადს წინასწარ ნახავთ.
დეველოპმენტი, მენიუს შევსება, ჯავშნისა და გადახდის მიერთება, SEO ბაზისური მომზადება.
ტესტირება, გაშვება და გარანტირებული ტექნიკური მხარდაჭერა — საჭიროებისამებრ ყოველთვიური მოვლის პაკეტით.
რა ფუნქციებით გჭირდებათ საიტი — მოგვწერეთ დეტალები ან დარეკეთ, პასუხს იმავე დღეს მიიღებთ.
(+995) 579 817 817