დაივიწყეთ წარწერა "საიტი მუშავდება"

მიიღეთ საიტი სრულიად უფასოდ

ჩვენ შესახებ

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 450 000 ინტერნეტ მომხმარებელია რეგისტრირებული და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება 4G მობილური ინტერნეტის და რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების შესაბამისად.

ნათელია, რომ ნებისმიერი თანამედროვე კომპანია წარმოდგენილი უნდა იყოს ინტერნეტ სივრცეში. ხარისხიანი ვებგვერდი არა მხოლოდ კომპანიის იმიჯის ნაწილია, ის დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის პროდუქცია და სერვისი გააცნოთ ასიათასობით პოტენციურ მომხმარებელს.

ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს
წარმოადგინონ თავიანთი კომპანია ინტერნეტში

რა?

საიტი კორპორატიული ფერების და ელ-ფოსტა თქვენი ბიზნესისთვის

რატომ?

საიტი არამხოლოდ იმიჯის ნაწილია - ეს კომფორტია ათასობით პოტენციური მომხმარებლისთვის

რამდენად?

თვეში 49 ლარად. ამასთან ყოველგვარი გრძელვადიანი ურთიერთობის გარეშე

სერვისები

ჩვენი ამოცანა არ არის შემოგთავაზოთ მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება და საიტის მართვის მოდული. ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, დაგეხმაროთ საიტზე განსათავსებელი მასალების შედგენაში და განთავსებაში, საიტის დიზაინის გამართვაში და საიტის შემდგომ - ყოველდღიურ მართვაში. ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს თქვენი კომპანიის ინტერნეტ სივრცეში სრულფასოვნად წარმოსაჩენად.

კორპორატიული საიტი

მრავალფუნქციური საიტი, რომელიც სრულად წარმოაჩენს თქვენ კომპანის, სერვისებს და პროდუქტებს. ამასთან საიტის დიზაინი მორგებული იქნება კომპანიის ლოგოტიპს და კორპორატიულ ფერებს.

ინფორმაცია საიტისთვის

კარგი საიტის მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ ტექნიკური საშუალება. კარგი საიტი გულისხმობს გამართულ სტრუქტურას, ტექსტებს და ფოტოებს. ჩვენ დაგეხმარებით მასალების შედგენაში და საიტის სრულად გამართვაში.

კორპორატიული ელ-ფოსტა

მეილი, რომელსაც აქვს იგივე დაბოლოება რაც თქვენ საიტს, ეხმარება თქვენ მომხმარებლებს და პარტნიორებს მარტივად დაიმახსოვრონ თქვენი საიტის მისამართი. ამასთან კორპორატიული ელ-ფოსტა თანამედროვე კომპანიის აუცილებელი ატრიბუტია.

24/7 მხარდაჭერა

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ ინფორმაცია საიტზე, დაარეგისტრიროთ ახალი მეილები და სხვა. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს გაგიწიოთ დახმარება რათა ვუზრუნველყოთ თქვენი საიტის სრულფასოვანი ფუნქციონირება.

ფასი

სტარტი *
უფასო
დარეგისტრირდი
პროფესიონალი **
19 ლარი
დარეგისტრირდი
მულტი
39 ლარი

* სტარტაპ პაკეტის შემთხვევაში საიტზე გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება webo.ge-ს სარეკლამო ბანერი
** პაკეტის აქტივაციის საფასურია ერთჯერადი 250 ლარი, რომელიც მოიცავს ტექსტების შედგენას, ვიზუალის გამართვას და თრენინგებს
*** პრემიუმ პაკეტში 10 მეილის გასააქტიურებლად, ყოველთვიურ გადასახადს ემატება 10 ლარი

ჩვენი ოფისი მდებარეობს

გაინტერესებთ მეტი? დაგვიკავშირდით!

info@flexbox.ge